ხმაური თსუ-თან - ჯაბა სამუშიამ შენობაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

20.11.24 13:13
ხმაური თსუ-თან - ჯაბა სამუშიამ შენობაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

ჯაბა სამუშიამ თსუ-ში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. შენობაში მედიის წარმომადგენლებს გადაადგილება აეკრძალათ. ტერიტორიაზე არ უშვებდნენ არც იმ სტუდენტებს, ვინც დაანონსებულ საჯარო ლექციაზე დასასწრებად მივიდა. 

ფაქტს ხმაური და ჩხუბი მოყვა. ახალგაზრდები ლექციაზე დასწრებას ითხოვდნენ, რომელიც 023 აუდოტიროაში 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, საბოლოოდ კი, 1 საათით გადაიდო.

საჯარო ლექციაზე დასწრების უფლება აქვს ყველა უნივერსიტეტის მოსწავლეს და არა მარტო თესეულებს არ გვიშვებენ და გვეუბნებიან ,რომ რაღაც დრო მოგვეცით გადავრეკავთო მაგრამ ეს დრო გაიწელა უკვე 40 წუთზე და ცოტა კიდევ მეტი. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ რომ შევიდეთ კანონის დახმარებით და არ ვცდებით ფარგლებს, - ამბობს სტუდენტი. 

თსუ-ში ლექცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, შეასრულებს თუ არა რექტორი დაპირებას და შეხვდება თუ არა სტუდენტებს, რომელთაც ჯაბა სამუშიასთან კითხვები აქვთ. ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ რექტორი უნდა გადადგეს, რადგან სამუშია ხელისუფლების მოკავშირეა. 

ჩვენი მიზანია თსუ-ს გაწმენდა და რექტორის გადადგომა, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც პარტიას, კონკრეტულ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ კოჭს უგორებდა. არ აქვთ უფლება, გამოიყენონ სკოლა როგორც დაბანაკების, მითუმეტეს დარბევის ადგილად. ორი ვარიანტია: ან რექტორმა თანხმობა მისცა, რაც ძალიან დიდი სირცხვილია, ან თანხმობა არ მისცა და სამართალდარღვევაა.  არცერთი ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის, - ამბობს სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე. 

ლექცია სახელმწოდებით "სახელმწიფო და დაუმორჩილებლობა"  თსუ-ში დღეს იყო დაანონსებული.