რა ვადებში განიხილავს საკონსტიტუციო პრეზიდენტის და ოპოზიციის სარჩელებს - რა პროგნოზები აქვთ კონსტიტუციონალისტებს
დაირღვა თუ არა მოქალაქეების ხმის უფლება და ფარულობა - სასამართლოს ახლა საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციის სარჩელის განსახილველად ერთთვიანი ვადა აქვს, მაგრამ კონსტიტუციონალისტები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლეებმა ეს საქმე დაჩქარებულ რეჟიმში განიხილონ, რადგან თუ 25 ნოემბრამდე ვერაფერს გადაწყვეტენ, ახალი პარლამენტის სხდომა ვერ შედგება.
კონსტიტუციონალისტები არც იმას გამორიცხავენ, რომ სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში საერთოდ არ მიიღოს.
იღებს წარმოებაში თუ სასწრაფოდ გადაწტყვეტს თუ არ გადაწყვეტს სწრაფად, მათთვის შედეგობრივად ერთი და იგივეა, იმიტომ რომ დარწმუნებული არიან საკონსტიტუციო სასამართლო არ გააუქმებს შედეგებს. თუ საკონსტიტუცია სასამართლოს პოზიცია იქნება ასეთი, რომ სწრაფად განიხილოს, ანუ შეუძლია, ანუ ყველა საქმე გადაიდება და დაინიშნება სხდომები და განხილვები, თუმცა მე რეალურად ცოტა რთულად წარმომიდგენია, იმიტომ არის კანონმდებლობით 30 დღე კანონით გათვალისწინებული, რადგან არ არის მარტივი საკითხი. შეიძლება საერთოდ არც მიიღონ წარმოებაში ამასაც არ გამოვრციხავ", - ამბობს კოტე ჩოკორაია.
საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია შეტანილი - საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული ხმის უფლების წართმევაზე დაობს და ახლა მოსამართლეთა პლენუმმა უნდა თქვას, დაირღვა თუ არა ხმის მიცემის ფარულობა 26 ოქტომბერს.
პრეზიდენტის საჩივარი სასამართლოში გუშინ შევიდა. თუ პრეზიდენტის სარჩელს საკნსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს, მაშინ საბოლო ვერდიქტამდე პარლამენტის პირველი სხდომა ვერ შედგება.