საბა სხვიტარიძეს პოლიციელები მანქანაში თავში და სახეში ურტყამდნენ - სამოქალაქო აქტივისტი
სამოქალაქო აქტივისტი ნათია ძიძიგური, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მიმდინარე დაკავებების დროს პოლიციამ ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვა, იხსენებს, რომ ავტომობილში გომელაურის უწყების თანამშრომლები დაკავებულზებზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
ძიძგური ამბობს, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა საბა სხვიტარიძეც, რომელსაც, მისი თქმით, პოლიციელები თავშიდ ა სახეში ურტყამდნენ.
ბოლოს, მე ძირს, მუხლებზე დამხობილი ვეგდე მანქანაში - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
აკავებდნენ ერთ-ერთ ბიჭს. რომ დავინახე ეს ყველაფერი, მივედი და უბრალოდ პოლიციას ვუთხარი, რომ ნუ აკავებთ მეთქი. ხელითაც კი არ შევხებივარ პოლიციას. ამ დროს პოლიცია ჩემკენაც გამოიწია და თქვა, რომ ესეც დააკავეთო. მეც შემაგდეს მანქანაში. მანქანაში რომ შემაგდეს, ჩემთან ორი ბიჭი იყო და ჩემ მერე შემოიყვანეს ორი. ერთ-ერთს მანქანის უკანა სავარძლიდან ურტყამდა პოლიცია თავში გამეტებით. ვეუბნებოდი, ნუ ურტყამთ მეთქი, მაგრამ არ ჩერდებოდა. მერე სხვა ბიჭებიც ჩაერთნენ, მაგრამ ბორკილები დაადეს ყველას და ბოლოს, მე ძირს, მუხლებზე დამხობილი ვეგდე მანქანაში. მამაკაცი, ვისაც თავში ურტყამდნენ, საბა სხვიტარიძე იყო. 2 ადამიანი უსწორდებოდა. თავზე ურტყამდნენ და სახის არეში", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნათია ძიძიგური.
პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს სხვიტარიძის ადვოკატიც.
საბა სხვიტარიძე დააკავეს აქციაზე გუშინ. მას წვდნენ თმებში. მათ შორის, კისრის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნება დაზიანებები. მაქსიმალურად წელავს შსს ვადას, რომ ეს დაზიანებები გაქრეს. არ გამოუვათ ის, რომ ფორმალურად გამოძიება არ დაიწყონ. ჩემი ინფორმაციით, უკვე უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აქვთ სისხლის სამართლის საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აღძრული. უბრალოდ საქმე აღიძვრება და დასასრული რომ არ ექნება, ეს ყველამ კარგად ვიცით", - ამბობს ადვოკატი.
აქციაზე სულ 16 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათ შორის იყო "მტავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე პოლიცამ მაშინ დააკავა, როდესაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
წინასწარი მოთავსების იზოლატორებში, ამ დროისთვის 13 დაკავებული რჩება. ადვოკატების თქმით, ისინი ნაცემები არიან და დაზიანებები აღენიშნებათ.