ISFED პრეზიდენტის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს

20.11.24 16:35
ISFED პრეზიდენტის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" საქართველოს პარლამენტის არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარდგენილ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა - ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა. 

საქართველოს პრეზიდენტი გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. მთავარი მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნაა. სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს  ეკა ბესელია წარადგენს. 

პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

პარალელურად, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს 30-მა დეპუტატმაც მიმართა.