წამართვეს შვილი, რომელიც ძუძუდან ერთი წუთით არ მომიშორებია - უმძიმესი ზარი ფსიქიატრიულიდან

28.08.21 08:31
წამართვეს შვილი, რომელიც ძუძუდან ერთი წუთით არ მომიშორებია - უმძიმესი ზარი ფსიქიატრიულიდან

"არავინ მეუბნება სად არის ჩემი შვილი, როგორ დავმშვიდდე?!"- ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თბილისში 5 თვის ჩვილი წაართვეს, შემდეგ კი ფსიქიატრიულში გამოკეტეს შველას ითხოვს. 

ქალი აცხაებს, რომ სოციალურმა მუშაკმა, პოლიციის დახმარებით ერთადერთი შვილი მაშინ გასტაცა, როცა ის ბავშვს სახლის წინ ასეირნებდა. 

5 თვის შვილი, რომელიც ძუძუდან ერთი წუთით არ მომიშორებია, დღესა-ღამეს ვათენებდით, რომ ბავშვისთვის არაფერი მოგვეკლო. მშვიდად ვცხოვრობდით, მე, ჩემი შვილი და დედა, რომელიც მეხმარებოდა. რა დამამშვიდებს, სანამ ვინმე ჩემიანი არ მეტყვის, რომ ბავშვი ნახა და ცოცხალია"- აცხადებს დედა. 

ჯანდაცვის სამინისტრო "პირველებს" არ ეუბნება, ვისი საჩივრის საფუძველზე ჩამოართვეს ახალგაზრდა ქალს ჩვილი და რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანა. 

უწყებაში არ პასუხობენ კითხვას ვისი მიმართვის საფუძველზე მოათავსეს მარტოხელა დედა გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

 ხუთი თვის ჩვილი დედას მოსკოვის გამზირზე წაართვეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები