ქართველი ხალხის პროტესტმა მსოფლიო აალაპარაკა - გავლენიანი გამოცემები გაყალბებულ არჩევნებზე წერენ

20.11.24 17:20
ქართველი ხალხის პროტესტმა მსოფლიო აალაპარაკა - გავლენიანი გამოცემები გაყალბებულ არჩევნებზე წერენ

ქართველი ხალხის პროტესტმა მსოფლიო აალაპარაკა - გავლენიანი გამოცემების მთავარ გვერდებზე ისევ საქართველოში გაყალბებულ არჩევნებზე და ხალხის პროტესტზე წერენ.

BBC, Associated Press, Reuters, AL Jazeera - ყველა გამოცემა სტატიებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებს და იმ თითოეულ მეთოდს აღწერს, რომელიც ნიღბიანებმა ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ გამოიყენეს. 

საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების ფაქტებიც მოხვდა. კერძოდ, Reuters წერს, რომ თბილისში სამართალდამცველებმა 16 ადამიანი დააკავეს. 

არჩევნების შედეგების მოწინააღმდეგე მომიტინგეებთან შეტაკების შემდეგ, თბილისში პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე მიწაზე დააგდო და ტროტუარზე გაათრია. ზოგიერთმა ოფიცერმა ახლო მანძილიდან წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

ეს არჩევნები ქვეყნისთვის გარდამტეხი იყო. არჩევნების დროს არჩევანი პროდასავლური ოპოზიციის პირობებში ევროკავშირში ინტეგრაციასა და მმართველი პარტიის ქვეშ მოსკოვთან მჭიდრო კავშირებზე კეთდებოდა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ძალა მზარდად ავტორიტარულია", - წერს Reuters.

მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია BBC წერს, რომ 1991 წლის შემდეგ, "ქართული ოცნების" მზარდი ავტორიტარული მმართველობის ქვეშ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ყველაზე გადამწყვეტ არჩევნებად განიხილებოდა. 

"ქართული ოცნების" მზარდი ავტორიტარული მმართველობის ქვეშ, საპარლამენტო არჩევნები განიხილებოდა ყველაზე გადამწყვეტ არჩევნებად მას შემდეგ, რაც 1991 წელს ქართველებმა მხარი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას დაუჭირეს.

ათიათასობით ქართველი ქუჩებში სადავო შედეგის გასაპროტესტებლად გამოვიდა. მაგრამ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, მმართველი პარტიის გამარჯვების დადასტურების შესახებ, დედაქალაქის ცენტრში მორიგი დემონსტრაციები გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა, მათ შორის, ბევრმა სტუდენტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კარვები და ბარიერები გაშალეს, პოლიცია სამშაბათს გამთენიისას ძალის გამოყენებით მათ დასაშლელად დაიძრა. დაკავებულთა შორის იყო ოპოზიციური ტელეარხისთვის მომუშავე ოპერატორი, დაშავდა რამდენიმე ადამიანი", - წერს BBC.