საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, მერია მელიქიშვილის გამზირს კეტავს

20.11.24 18:11
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, მერია მელიქიშვილის გამზირს კეტავს

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

უწყება წერს, რომ შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით," - წერია განცხადებაში.