დაკავებული აქტივისტები ვერდიქტის მოლოდინში - საქალაქოში სამი პროცესი მოულოდნელად ჩაინიშნა

20.11.24 20:28
დაკავებული აქტივისტები ვერდიქტის მოლოდინში - საქალაქოში სამი პროცესი მოულოდნელად ჩაინიშნა

თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 13 პირიდან 3 თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს - ამ წუთებში ისაკო დევიძის, ირაკლი ანდღულაძის და დავით წოწორიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. 

დაკავებულების საქმეს მოსამართლეები: ნინო ენუქიძე, კობა ჩაგუნავა და ლელა ცაგარეიშვილი განიხილავენ, თუმცა საბადრაგო სამსახურმა ევროპული მომავლის მცველები სასამართლოში ისე გადაიყვანა, რომ დაკავებულების ადვოკატები საქმის კურსში არ იყვნენ.

როგორც უფლებადამცველი, ბექა კვინიკაძე "პირველებთან" ამბობს, იურისტებმა პროცესის გადადებაზე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლეებმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. 

დავით წოწორია დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის არ შესრულების გამო. მაგრამ რეალურად ის დააკავეს ვაკეში, სპარის ტერიტორიაზე, ბორდიურზე, ის არც გზის სავალის ნაწილზე არ იმყოფებოდა. ისაკო დევიძის პროცესი ისე დაიწყო მოსამართლემ, რომ ადვოკატი საერთოდ არ იმყოფებოდა მიუხედავად იმისა, რომ საია იცავს ამ ადამიანის ინტერესებს უსწრაფესად დაიწყეს სამივე პროცესი, არ დაგველოდნენ ადვოკატებს. პროცესის გადადებაზე ორ შემთხვევაში ადვოკატებს უთხრეს უარი. შესვენება გამოაცხადა ერთ-ერთმა და უთხრა ნახევარ საათში მოიტანეთ მტკიცებულებებიო, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. საქართველოს კონსტიტუციას არღვევს ამ შემთხვევაში სასამართლო'', - ამბობს ბექა კვინიკაძე. 

რაც შეეხებათ დანარჩენ 10 დაკავებულს, ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან და, სავარაუდოდ, საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლებენ.