სიონის მიმდებარედ, პარკინგზე ავტომობილი შევარდა - დაზიანებულია რამდენიმე მანქანა
ავარია თბილისში - სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" ავტომობილი შევარდა.
შემთხვევის შედეგად, პარკინგზე მდგარი ოთხი ავტომობილი დაზიანდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.