ავარია ბათუმში - ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

20.11.24 23:05
ავარია ბათუმში - ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

ავტოავარია ბათუმში - "ბათუმელების" ინფორმაციით, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე 4 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილები. 

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.