მეტროს 1-ელ ხაზზე შეფერხება იყო

21.11.24 12:06
მეტროს 1-ელ ხაზზე შეფერხება იყო

შეფერხება იყო თბილისის მეტროს პირველ ხაზზე - როგორც TVPIRVELI.GE-ს მოქალაქეები წერენ მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც ვაგონების შეჩერება გახდა საჭირო.

მეტროს 1-ელ ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. 

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ   მარჯანიშვილის სადგურზე მგზავრი ლიანდაგებზე ჩახტა და გვირაბში შევიდა