აქციაზე დაკავებულს ძალადობის კვალი აღენიშნებათ - გიორგი ნათელაშვილი ექსპერტიზაზე იმყოფება

21.11.24 13:30
 აქციაზე დაკავებულს ძალადობის კვალი აღენიშნებათ - გიორგი ნათელაშვილი ექსპერტიზაზე იმყოფება

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ აქციის მონაწილეს, გიორგი ნათელაშვილს ამ წუთებშ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

ადვოკატი ამბობს, რომ მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ნესტან ლონდარიძის თქმით, ძალადობის კვალი აღენიშნებათ სხვა დაკავებულებსაც. 

ოთხი პირის საქმეში ვარ ჩართული მე, როგორც მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი. ოთხივეს საქმეში იკვეთება ფიზიკური ძალის გამოყენება. მიმართული გვაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. ნაწილი მათგანისთვის დრეს არის დაგეგმილი ექსპერტიზის ჩატარება და ველოდებით შემდგომ რეაგირებას".- ამბობს ნეტსან ლონდარიძე. 

აქციაზე სულ 16 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათ შორის იყო "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
წინასწარი მოთავსების იზოლატორებში მყოფი 13 დაკავებული დღეს გაათავისუფლეს. თითქმის ყველა მათგანი პოლიციას ძალადობაში ამხელს.