covid 19-ის უკონტროლო გავრცელება ციხეებში - პატიმრები დახმარებას ითხოვენ

29.08.21 11:15
covid 19-ის უკონტროლო გავრცელება ციხეებში - პატიმრები დახმარებას ითხოვენ

covid 19-ის უკონტროლო გავრცელება ციხეებში - ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 80-მდე მსჯავრდებულია ინფიცირებული. გლდანში 52. პატიმრები საავადმყოფოებში ისე გადაჰყავთ რომ ამის შესახებ ოჯახები ვერ იგებენ ან რამდენიმე დღის დაგვიანებით ატყობინებენ.

დაპატიმრებულთა ახლობლები კლინიკებში გადაყვანილ კოვიდინფიცირებულებს საკუთარი ძალებით ეძებენ. ერთ-ერთი მსჯავრდებულის მეუღლე ქმრის ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებას აპროტესტებს. მისი თქმით, პატიმარს ვირუსი მძიმე ფორმებში აქვს. 

მეხუთე დღეა დაუდასტურდა ჩემს მეუღლეს, მხოლოდ გუშინ 9 საათზე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გადაყვანილია კლინიკაში, აქვს სუნთქვითი პრობლემები, მაღალი სიცხე. როცა ვკითხე, კონკრეტულად სად გადაიყვანეს, მითხრეს, რომ ამისთვის დრო არ ჰქონდათ, და თქვენს გარდა 40 ადამიანს უნდა დაურეკოთო და ტელეფონი გამითიშეს"- აცხადებს მსჯავრდებულის ცოლი. 

როგორც პატიმრის ოჯახის წევრმა "ტვ პირველს" განუცხადა,  ხონის ფსიქიატრიულში მის ქმარს საფრთხე ემუქრება:

როდესაც დავემუქრე, რომ მივიღებდი სერიოზულ ზომებს, მოვიდა მთავარი ექიმი და მეუბნება რომ ჩემი მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"- ამბობს მსჯავრდებულის ცოლი.