"მათეს თავისუფლებისთვის" - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება
"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას.
აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემბერს დაკავებული მათე დევიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
19 ნოემბერს პოლიციამ ძალისმიერი მეთოდებით ჩვენი თანამებრძოლები დააკავა, მათ შორის ერთ-ერთს 7 წლიანი სასჯელით ემუქრებიან.
დღეს 20:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხი არჩევნების დაბრუნებას ცდილობდა, ვიკრიბებით და ვითხოვთ დაკავებულთა განთავისუფლებას." - წერია განცხადებაში.
გომელაურის უწყებამ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილე მათე დევიძე დააკავა. 21 წლის ბიჭს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.