“ივანიშვილმა ახალგაზრდების რეკეტი დაიწყო“ - მათე დევიძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართება
დღეს, 20:00 საათზე, მათე დევიძის გათავისუფლების მოთხოვნით, ხალხი სიმბოლურად მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბება და საპროტესტო აქცია გამართავს. აქციის ორგანიზატორები მელიქიშვილზე ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული რეჟიმი, დიდ შურისძიებას ამზადებს.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა შეაშინოს ყველა, ის ახალგაზრდა ვინც საკუთარ სათქმელს ხმამაღლა ამბობს და სწორედ ამიტომ ემუქრება პატიმრობა მათეს.
მათივე თქმით, მიუხედავად, დაანონსებული რეპრესიებისა, იბრძვიან იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნები გაუქმდეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
“სახელმწიფოსი უფრო ნაკლებად გვეშინია, ვიდრე დედის ნასროლი ჩუსტის“, - ამბობენ ისინი.
მათეს დაჭერა არის სახელმწიფოს მხრიდან მუქარა, რომ აქციებზე აღარ გამოვიდეთ. ეს აქცია მარტო მათესთვის არ არის, ეს არის ყველა იმ დაკავებულისთვის, რომლებიც სახლემწიფო დასაჯა იმისთვის, რომ უნდა დემოკრატია, თავისუფლება და ევროპა. სახელმწიფოს ვეტყვი იმას, რომ თქვენი უფრო ნაკლებად გვეშინია, ვიდრე დედის ნასროლი ჩუსტის. ვერ შეგვაშინებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ თქვენს წინააღმდეგ“, - ამბობს აქციის მონაწილე.
ეს უნდა იყოს წითელი ხაზი ყველა ახალგაზრდისთვის და დღეს ყველა უნდა გამოვიდეს, რათა ერთად გავაგონოთ ხმა ივანიშვილს და მსოფლიოს, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდების რეკეტი დაიწყო. მეტი არაფერია ავტოკრატიული მმართველობა, დაიწყო, დრეს არის მათე , ხვალ ვიქნებით ჩვენ, ამიტომ დროა, ყველამ ერტად ამოვიღოთ ხმა“, - ამბობს აქტივისტი.
ივანიშვილმა ის რეპრესიები დაიწყო, რომელიც დაგვპირდა. დაიწყო აქციის მონაწილეებით, ლიდერებით და ხვალ მოვა თითოეულ ჩვენთაგანათან, ყველა იმ ადმიანთან, ვინც სამწუხაროდ, აქციაზე არ გამოდის. მელიქიშვილზე პროტეტის დაწყება სიმბოლურია, რადგან იქ დააკავეს მათე, რომლის დასაცავადაც დღეს მივდივართ და ვიდგებით ყველგან და ყოველთვის, როცა მას დასჭრიდება“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ გომელაურის უწყებამ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილე მათე დევიძე დააკავა. 21 წლის ბიჭს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.