აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევაძემ იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო

21.11.24 17:38
აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევაძემ იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო

პოლიციელების მიერ, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალ შიმშილობას იწყებს - ამის შესახებ ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში დაწერა. 

დაკავებული მოქალაქეებს რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ და ბრძოლისკენ მოუწოდებს. 

რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ  მშრალ შიმშილობას!
რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ.
საქართველო გაიმარჯვებს", - წერს ისაკო დევიძე. 

ადვოკატის თქმით, ისაკო დევაძე მესამე დღეა, რაც მშრალ შიმშილობაზეა. 

თავად აცხადებს, რომ ამით საპატიმრო დაწესებულებიდან საკუთარი პროტესტის გაგრძელებას და რეჟიმისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს - ამბობს უფლებადამცველი. 

იზოლატორში რომ შევხვდი, პოლიციის მხრიდან ნაცემი იყო და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართულია იმ დღესვე, რომ გამოძიება დაიწყოს. გამოძიებას ექსპერტიზა უნდა ჩაენიშნა და გადაეყვანა, მაგრამ მეორე დღეა არავინ არ დაგვკავშირებია", - ამბობს ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე 8 დღით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. 

არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე გომელაურის უწყების თანამშრომლებმა სულ 16 დემონსტრანტი დააკავეს (დაკავებულთა შორისა ისაკო დევიძე) - მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სამი დაკავებულის საქმეზე იმსჯელეს, გუშინ, 20 ნოემბერს:

  • მათგან ერთს, ირაკლი ანდღულაძეს, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2700 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
  • ორი - ისაკო დევიძე და დავით წოწორია, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8 დღიან პატიმრობაში დატოვა.

სამოქალაქო აქტივისტმა სასამართლოში გუშინ თქვა, რომ პოლიცია მასდაკავებისას სასტიკად გაუსწორდა.