საგამოძიებოში აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიბარეს - ახალგაზრდა ქალს 5 კაცი პოლიციელის ცემას ედავებიან

21.11.24 17:54
საგამოძიებოში აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიბარეს - ახალგაზრდა ქალს 5 კაცი პოლიციელის ცემას ედავებიან

საპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე იკითხება. 

ლიზი ქირია "პირველებთან" ამბობს, რომ მას დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 კაცი პოლიციელის ცემაშია ეჭვმიტანილი. 

ქირიას მონაყოლის თანახმად, გამომძიებლებმა მას უთხრეს ისიც, რომ სამართალდამცავებზე ძალადობის შემდეგ ის ტერიტორიიდან გაიქცა. 

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს მშვიდობიანი აქციის მონაწილე ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მას წიწაკის პრესი შეასხეს და ცინიკურად უთხრეს გაეღიმა. 

ლიზი თირქიას თქმით, ის სპრეის შესხმის შემდეგ, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

დილის 10:00 საათზე დამირეკეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან იმ ბრალდებით, რომ მე თავს დავესხი 5 პოლიციელს. თავს დავესხი, ვცემე და შემდეგ დავიმალე. დავიმალე კონკრეტულად "ამერიკულ ჰოსპიტალში" მარჯანიშვილზე. როცა გამოკითხვის მიზეზი ვკითხე, მიპასუხეს, რომ უნდა დამკითხონ, რომ გამოძიება დაიწყოს.  ეს ყველაფერი ცილისწამებაა. 

როცა წინა ხაზზე დროშით ვიდექი, ვიღიმოდი, ერთ-ერთ მომენტში, პოლიციელმა მხარზე ხელი დამადო, შემომატრიალა და წიწაკის სპრეი შემასხა, ახლა შეგიძლია, გამიღიმოო" - თქვა მან. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, დავით თუჯიშვილი. ამ უკანასკნელმა უწყებას დეტალურად მოუყვა, როგორ გაუსწორდნენ მას პოლიციელები დაკავების დროს. 

უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა 19 ნოემბერს დაკავებულმა კიდევ ერთმა აქტივისტმა, სანდრო ქავთარაძემაც, რომელიც პოლიციას ძალადობაში ამხელს.