საგარეჯოში ქმარმა ცოლი სასტიკად მოკლა- ადგილობრივების თქმით, კაცმა ციხე ამნისტიით დატოვა
სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში - კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა.
როგორც მოკლული ქალის ახლობლები ambebi.ge -ს უყვებიან, 8 დღის წინ ქმარმა ყოფილ ცოლს ქვით სასტიკად სცემა.
ის რამდენიმე დღე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახლობლები ამბობენ, რომ კაცმა ციხე, ცოტა ხნის წინ, ამნისტიის საფუძველზე დატოვა.
საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე. 2 შვილი დარჩათ, ერთი სკოლის მოსწავლეა, მეორე სტუდენტი. გაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი. სახლში მიაკითხა, ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება გარეთ გამოდი, სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი", - ყვებიან მოკლული ქალის ახლობლები.
მოკლული ქალი საგარეჯოელი ციკო სულიკაშვილია. მას ორი შვილი დარჩა.