სადამსჯელო ოპერაცია აქტივისტების წინააღმდეგ - ნაცემ მომიტინგეებს პოლიცია ძალადობას აქეთ ედავება
21 წლის მათე დევიძეს, რომელიც მისი თქმით, დაკავების დროს პოლიცის ძალადობის მსხვერპლი გახდა, ციხეში შვიდი წლით გაშვებას უპირებენ. მათეს ადმინსიტრაციული პატიმრობის ვადა დღეს დილით ამოეწურა, იზოლატორიდან უკვე უნდა გამოსილიყო, თუმცა უკან შეაბრუნეს და ახალი ბრალი დააწიეს. პოლიცია ციხეში მას დროშის ტარის მოქნევისთვის უშვებს.
იზოლატორიდან დღეს გამოსული აქტივისტები ყვებიან, რომ გომელაურის რაზმები განსაკუთრებულ სასასტიკეს იჩენდნენ, მათი თქმით, ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას, გინებას და ფიზიკურ ძალადობას.
ნაცემ და დაშავებულ აქტივისტებს პოლიცია ძალადობას ახლა აქეთ ედავება, მათ შორის 20 წლის ლიზა თირქიას უმტკიცებენ, რომ 5 პოლიციელს თავს დაესხვა და შემედეგ დაიმალა. გოგონა საქართველოს დროშით, რომელის ფოტმაც მედია მოაიარა, დღეს დაკითხვაზე საგამოძიებო სამახურში მივიდა.
დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს, სანდრო ქავთარაძეც, რომელიც ასევე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.
გამოკითხვების სერია გრძელდება, ახლა მთავარი კითხვა აგებენ თუ არა პასუხს ძალადობაში მხილებული პოლიციელები რომლებიც აქციის მონაწილეების თქმით, მათ წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.