პროტესტის ახალი კერა - თსუ-ს ეზოში კარვების ქალაქი მოეწყო
აუდიტორიებიდან ქუჩაში. სტუდენტების პროტესტია უნივერსიტეტის შენობაში და მის გარეთაც. ქუჩებში მსვლელობა, სალექციო საათები სასწავლებლის ეზოში და აუდიტორიაში გათენებული მესამე ღამე. ახალგაზრდები გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ გაჩერებას არ აპირებენ. პარალელურად ითხოვენ მიმალვაში მყოფი რექტორის გადადგომას, რომელმაც უნივერსიტეტი სპეცრაზმის სამალავად აქცია.
ამ ფონზე საგანგებო რეჟიმი მოქმედებს სასწავლებელში. უნივერსიტეტის კარს ადამიანებისთვის შერჩევით აღებენ. დღეს ღამენათევი ახალგაზრდებისთვის საკვების მისატანად მისულ ნანუკა ჟორჟოლიანს შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს. განსაკუთრებული ზომები უმაღლეს სასწავლებელში მას შემდეგ ამოქმედდა, რაც სტუდნეტებმა ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ დაპირების მიუხედავად რექტორი რამდენიმე დღეა თვალით არავის უნახავს.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში