ბრძოლა საკონსტიტუციოში და წინასწარ დაანონსებული ვერდიქტი

21.11.24 20:42
ბრძოლა საკონსტიტუციოში და წინასწარ დაანონსებული ვერდიქტი

მამუკა მდინარაძე წინასწარ ამბობს, რა შედეგით დასრულდება საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი - "ოცნების" ლიდერი დღეს ირწმუნებოდა, რომ პლენუმი პრეზიდენტის და ოპოზიციის სარჩელს არ დააკმაყოფილებს. 

დღეს კიდევ უფრო მეტი საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ თქვა. მერაბ ტურავამ თქვა, რომ სარჩელების წარმოებაში მისაღებად მაქსიმალური ვადა 1 თვეა და რომ დაჩქარებული წესის აუცილებლობა არაა.

გარდა ამისა, ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შესაძლო შეკრების საკითხს გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხო საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი არ არის.

კონსტიტუციონალისტები კი ამბობენ, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეთა კოლეგიამ 25 ნოემბრამდე სარჩელის განხილვა ვერ მოასწრო და გადაწყვეტილება პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერ გამოცხადდა. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილად ვერ ცნობენ, თუ მისი არჩევის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.