მათე დევაძის თავისუფლებისთვის ხალხი ქუჩაში გავიდა - მელიქიშვილის გამზირზე მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს
ხალხი მათე დევიძის თავისუფლებისთვის ბრძოლას იწყებს - მელიქიშვილის გამზირზე 21 წლის სტუდენტის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა, ამ წუთებში მიმდინარეობს.
ქუჩაში გავიდნენ ის სტუდენტები და აქტივისტები, ვინც იზოლატორი დღეს დილით დატოვა.
"თავისუფლება მათეს" - ეს შეძახილები ისმის ახლა მელიქიშვილის გამზირზე.
შევიკრიბეთ, რათა მოვითხოვოთ, მათეს, ისაკოს და სხვა ჩვენი მეგობრების გათავისუფლება. 7 წლიანი სასჯელი მათესთვის არის სრულიად არარეალური. ეს არის შეთითხნილი ბრალდება, რადგან თვითონაც ამბობს, რომ თავს იცავდა და კადრებში რასაც აბრალდებენ, ისეთი არაფერი არსად ჩანს. მათეს იყენებენ იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაგვაშინონ, მაგრამ ჩვენ არაფრის გვეშინია. ვიბრძლებთ ბოლომდე", - ამბობს აქციის მონაწილე.
მათე დევაძეს, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ დაკავებისას სცემა, 48 საათიანი პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა! აქტივისტ იზოლატორი დღეს უნდა დაეტოვებინა თუმცა, მას გამოსასველთან ახალი ბრალი დააწიეს. პოლიცია ციხეში 7 წლით უშვებს ახალგაზრდას, რომელიც პოლიციის ნადირობის დროს თავის დაცვას, დროშის ტარის ქნევით ცდილობდა.