ოდირი საქართველოში “გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების“ შესახებ ცნობებით შეშფოთებულია

21.11.24 21:15
ოდირი საქართველოში “გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების“ შესახებ ცნობებით შეშფოთებულია

ოდირი საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ განცხადებას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ე.წ. ეუთო/ოდირი) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ეუთო/ოდირი ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებსა და ძალადობის გარეშე ჩაერთონ დიალოგში.

ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით და ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებსა და ძალადობის გარეშე ჩაერთონ დიალოგში.

მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული შეხედულებების გაჟღერების უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში.