მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა თსუ-ს ეზოში გადაინაცვლეს

21.11.24 22:11
მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა თსუ-ს ეზოში გადაინაცვლეს

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროტესტმა, სადაც მოქალაქეები 19 ნოემბერს დაკავებული მათე დევიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები იმ ახალგაზრდებს შეუერთდნენ, რომლებმაც დღეს საღამოს კარვები გაშალეს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

სტუდენტები ყოველთვის იყვნენ გამწევი ძალა ქუჩის პროტესტის, ქუჩის პროტესტში ვხედავ ახალგაზრდებს. დღეს ღამე დავრჩები. დავრჩებით იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება“, - ამბობს აქციის მონაწილე.