საგამოძიებოდან სამჯერ დამირეკეს- ჯერ ცივი იარაღი გქონდაო, მერე მუხლი შეცდომით გითხარითო და ბოლოს, აგვერიეო - აქციის მონაწილე
სამოქალაქო აქტივისტის, 19 ნოემბრის აქციის მონაწილე, ნატალი ჭანიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უწყებიდან სამჯერ, სხვადასხვა ბრალდებებით დაურეკეს, სადაც საბოლოოდ, უთხრეს, რომ “სხვაში აერიათ“.
ჭანიშვილი უწყებას ურჩევს, ჯერ კარგად ჩამოყალიბდნენ და შემდეგ “სცადონ მისი და მისი მეგობრების დაშინება“
სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, ცივი იარაღი გქონდა და ათამაშებდიო, ასევე, პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდიო, მეორე ჯანდაბას, მაგრამ პირველი ისეთი ბრალდებაა და ისეთი მუხლი წამიყენეს, პირდაპირ დავეჭირე, ასე თუ პრობლემატურები,რაღას მიგონებდნენ. შემდეგ დამირეკეს, მუხლი შეცდომით გითხარითო. მესამეჯერ მითხრეს, სახის იდენტიფიცირება ახლა მოხდა და აგვერიე, მომავალ შეხვედრამდეო. ანუუუუ, ეგრევე მე დამაცხრნენ, გარკვევის გარეშე. მოდი, ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით და საბოლოოდ, რა გინდათ, გამაგებინეთ. ასე აპირებენ ჩემი და ჩემი მეგობრების დაშინებას,ტყუილი ბრალდებით.. შეშინებული ნატალი ჯერ არავის უნახავს“ ,- წერს ნატალი ჭანიშვილი.