23 ნოემბერს 15:00 საათზე თსუ-სთან ოპოზიციური პარტიები აქციას აანონსებენ

22.11.24 00:04
23 ნოემბერს 15:00 საათზე თსუ-სთან ოპოზიციური პარტიები აქციას აანონსებენ

23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ.

პარტიები საზოგადოებას გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირაა პროტესტმა სისტემატური სახე მიიღო. საზოგადოება 26 ოქტომბერს გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს.