კაციტაძის უწყება ამტკიცებს, რომ ლიზა თირქია უწყებაში პოლიციელებზე თავდასხმის გამო არ დაუბარებიათ

22.11.24 10:07
კაციტაძის უწყება ამტკიცებს, რომ ლიზა თირქია უწყებაში პოლიციელებზე თავდასხმის გამო არ დაუბარებიათ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თავის მართლება - კარლო კაციტაძის უწყება სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებდნენ. მას შემდეგ, რაც ამ საქემში მედია ჩაერთო და ლიზი თირქიაც გამოკითხვაზე მივიდა, კაციტაძის უწყებამ დაწერა, რომ მსგავსი მიზნით გოგონა უწყებაში საერთოდ არ ყოფილა დაბარებული. ახლა საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ თირქია სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქემზე დაიბარეს გამოკითხვაზე.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს,გამოვეხმაუროთ მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან  დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს. 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ნათქვამია განცხადებაში.