"იმედი გვაქვს პრეზიდენტი მოასწრებს შეწყალებას" - მათე დევიძის მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებული პოლიციელებისგან თავს იცავდა

22.11.24 11:13
"იმედი გვაქვს პრეზიდენტი მოასწრებს შეწყალებას" - მათე დევიძის მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებული პოლიციელებისგან თავს იცავდა

მათე დევიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - აქციაზე დაკავებული 21 წლის ბიჭის მეგობრები ამბობენ, რომ პროკურატურის ბრალის "შეთითხნილია".

აქტივისტის მეგობრები ამბობენ, რომ მათე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და პოლიციელების ძალადობისგან თავს იცავდა.

მათეს მაგალითზე, ხელისუფლებას სურს სტუდენტების და ახალგაზრდების დაშინება და გვეუბნება - ამბობს დაკავებული ახალგაზრდის მეგობარი.

ახლა დაკავებული ატივისტის ოჯახის და ახლობლების იმედად ხალხი და პრეზიდენტი რჩება. 

7 წელი ემუქრება იმისთვის, რომ იდგა და თავისფულებას აპროტესტებდა. მოლოდინები ის მაქვს, რომ სახელმწიფოს უჭირავს სასამართლო და არამგონია გაათავისუფლონ. ეს ბრალდებაც იმდენად შეთითხნილია, რომ სიცილადაც არ მყოფნის, მაგრამ იმედი მაქვს ქართველი ხალხის და იმედი ამქვს, რომ სასამართლო ჩატარდება დროულად და რომ საქართველოს პრეზიდენტის ექნება შეწყალების დრო. იქ ვიყავი, ჯოხი მათეს არავისთვის არ დაურტყამს, უბრალოდ ტავდაცვის მიზნით, როდესაც პოლიციელები გამოვიდნენ, ინსტტიქტურად გაუქნია ჯოხი. ხელისუფლებას სურს სტუდენტების და ახალგაზრდების დაშინება და გვეუბნება, რომ მათეს დავსჯით და თქვენც იგივე გელოდებათ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ არ გვეშინია თქვენი, ჩვენ გვეშინია, რომ ევროპულ მომავალს დავკარგავთ", - ამბობს აქტივისტი. 

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება.

ახალგაზრდას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.