რადიკალების ულტიმატუმი - ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დაპატიმრებულების გათავისუფლებას ითხოვენ

29.08.21 13:36
რადიკალების ულტიმატუმი - ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დაპატიმრებულების გათავისუფლებას ითხოვენ

რადიკალები ისევ იმუქრებიან - ხუთი ივლისის აქციის ორგანიზატორები დაპატიმრებულების ციხეებიდან გამოშვებას ითხოვენ. ,,ალტ-ინფოს" წარმომადგენელი, კონსტანტინე მორგოშია, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, თბისისის ქუჩები ხალხით გაივსება.

ვინც დააკავეს, გარკვეულწილად უდანაშაულოები არიან. ყოველ შემთხვევაში არა ისეთი დასასჯელები არიან, როგორი კვალიფიკაცია აქვთ. სანაიას ფაქტზეც ასეთი პოზიცია გვაქვს, რომ ეს ხალხი 6 თვე ციხეში ტყუილად იჯდა. ამ ხალხს არცერთ შემთხვევაში არ მივატოვებთ. 20 სექტემბრამდე თუ არ გამოუშვებენ, მოქმედებას დავიწყებთ. რა მოქმედებას ამას დავაანონსებს"- ამბობს მორგოშია. 

ჟურნალისტებისა და ოპერატორების ცემის, ზეწოლისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეებზე 30-მდე ადამიანია დაპატიმრებული.