"ვსწავლობთ და თან ვაპროტესტებთ" - ილიაუნის წინ საჯარო ლექციები გრძელდება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსის წინ საჯარო ლექციები გრძელდება. ამ წუთებში სტუდენტებს ლექციას პროფესორი ქეთევან ერემაძე უკითხავს. თემა შემდეგია: დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის".
სტუდენტები ამბობენ, რომ ახლა ლექციების ქუჩაში გადმოტანა მნიშვნელოვანია, რადგან ყველა სტუდენტი და ლექტორი ქვეყნის ევროპული მომავალისთვის უნდა გაერთიანდეს.
აქ ვიკრიბებით თითქმის ყოველ დღე, ვატარებთ აუციდიტორიების გარეთ ლექციებს და ეს არის ჩვენი პროტესტის ერთგვარი ფორმა, რომლიც მიხედვითაც ვამბობთ იმას, რომ საჭიროა ეს პროცესები დავანახოთ ყველას, ვაჩვენოთ ხალხს, რომ ჩვენ ვსწავლობთ და თან ვაპროტესტებთ და ამ ყველაფრის ერთად გაკეთება შესაძლებელია. მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ, ნებისმიერი სტუდენტი, ნებისმიერი დაინტერესებული პირი. ლექციებსაც როცა ვიწყებთ, ვიწყებთ პატარა ჯგუფით და შემდეგ უკვე გამვლელები, სხვა დასხვა ადამიანები, რომლებამდეც ეს ინფორმაცია აღწევს, გვიერთდება, - ამბობს სტუდენტი.
აღსანიშნავია, რომ უკვე კვირას 17:00 საათზე ილიაუნიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყება.