არჩევნების გაყალბების სქემა - სადამკვირვებლო მისიის წევრებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს
რა მეთოდებით და მექანიზმებიით მიიტაცა “ოცნების“ რეჟიმმა არჩევნები - სადამკვირვებლო მისიის წევრებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს და დეტალურად განიხილეს, რა ვითარებაში ჩატარდა 26 ოქტომბერს კენჭისყრები.
მესამე სეტქორში აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა ხმების მიტაცების პროცესი, გაცილებით ადრე, მათ შორის რეპრესიული კანონების მიღებით დაიწყო.
ორგანიზაციების თქმით, მათ ხელშია ასობით მტკიცებულება - მოსყიდვის, დაშინების, დატერორების, ხმის ფარულობის დარღვევისა და ადმინისტრაციული რესურსისს ჭარბიი გამოყენების შესახებ.
კიდევ ერთხელ შევაჯამებთ იმას, რა ხდებოდა კენჭისყრის დღეს, როგორ ყალბდებოდა არჩევნები ხელისუფლების მხრიდან. მნიშვნელოვანია, ეს რადგან მმართველი პარტია გეგმავს სხდომის ჩატარებას და ყოველდღე მათ უნდა ვახსენებთ, როგორ გააყალბეს არჩევნები“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ვისაუბრებთ, რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოში არსებობდეს სამართლიანი სასამართლო, რომელიც ასეთ საქმეებს, კონსტიტუციის შესაბამისად, განსჯიდა. ახლა კი, სამწუხაროდ, ამ დავებს ფორმალური სახე აქვს ხოლმე, როდესაც წინასწარ არის პროგნოზირებადი, რომ სასამართლო არ დააკმაყოფილებს, მიუხედავად იმის, რომ საქმე არის ძალიან ნათელი, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.