უწყვეტი პროტესტი გაყალბებულ არჩევნებს - ხვალ, 15:00 საათზე მოქალაქეებს თსუ-თან ელოდებიან
უწყვეტი პროტესტი გაყალბებულ არჩევნებს - ხვალ, 15:00 საათზე მოქალაქეებს თსუ-თან ელოდებიან.
სტუდენტების მხარდასაჭერად აქციას პროდასავლური ოპოზიცია აანონსებს.
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახლა ორმაგად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების გვერდში დგომა, მათი გამხნევება და უწყვეტი პროტესტის გაგრძელება.
შეკრება სახელმწიფო უნნივერსიტეტისს პირველ კორპუსთან გაიმართება.
პროტესტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა სხვა სივრცე იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული მომავალი, რომელიც პირდაპირი გადაეჯაჭვა რუსულ სტილში გაყალბებულ არჩევნებს. არალეგიტიმური არჩევნებით ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით და ამითვის ერთადერთი გზა რჩება ქუჩა. პროტესტი სხვადასხვა ფორმით და შინაარსით მნიშვნელოვანია და სწორედ, ეს დადებს შედეგს“, - ამბობს კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა ფარულავა.
პროდასავლური ოპოზიცია აგრძელებს კოორდინაციას, თანამშრომლობას რაში იქნება ეს ყველაფრი გამოხატული, ამას გავიგებთ სპონტანურად, რათა “ოცნებას“ ჰქონდეს ნაკლები დრო, მოახდინოს დესტაბილიზაცია და ხელი შუეშალოს მშვიდობიან პროტესტს“, - განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ.