"ვითხოვთ ახალ არჩევნებს" - საპროტესტო აქცია-მსვლელობა ზუგდიდში
ახალი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს ზუგდიდში - აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ადგილობრივი მოსახლეობა და ოპოზიციური კოალიცის წევრები ქუჩაში ერთადერთი მოთხოვნით გავიდნენ, რომ აიძულონ "ოცნებას" უკან დაიხიოს და არჩევნები ხელახლა დანიშნონ.
ხალხი ამბობს, რომ მათი ხმები ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მოიპარა. ქუჩაში გატანილ საპროტესტო ბანერებს დღეს სიმბოლურად შავი ლაქებიც ქონდა გამოსახული, ამ ფორმით ხალხს იმის თქმა სურდა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაცული არ იყო.
ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ვიდრე ქუჩაში ცენტრალური გზის პიკეტირებაა, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა ხალხის თანდასწრებით. მიიტაცეს ჩვენი ხმები, შეურაცხყოფა მოგვაყენეს. დღეს სამშობლო არის სერიოზული განსაცდელის ქვეშ, იმიტომ, რომ ცალსახად გვეუბნებიან, რომ ჩვენი ადგილი არის რუსულ სივრცეში, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი და ისტორიული მონაპოვარი არის სწორედ საქართველო, რომელიც ევროპის მატარებელია. ხელისუფლება უნდა დათანხმდეს ხელახალ არჩევნებს და პარალელურად უნდა მოხდეს ცესკოს რეფორმა", - ამბობს აქციის მონაწილე.