რუსების მხრიდან საქართველოში საახალწლოდ მოგზაურობაზე რეკორდული მოთხოვნაა

22.11.24 17:42
რუსების მხრიდან საქართველოში საახალწლოდ მოგზაურობაზე რეკორდული მოთხოვნაა

რუსების მხრიდან საქართველოში საახალწლოდ მოგზაურობაზე რეკორდული მოთხოვნაა - სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ დაჯავშნის სერვისის Островок-ის მონაცემების მიხედვით, საახალწლო არდადეგების პერიოდში (28 დეკემბერი – 12 იანვარი) საქართველოში განთავსების ჯავშნების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. 

საქართველო რუსებისთვის საახალწლო არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებების ტოპ 5-ში შევიდა. 

სავიზო შეზღუდვების არარსებობა და პირდაპირი ფრენების გაფართოება ლოგისტიკას რაც შეიძლება მარტივს და მოსახერხებელს ხდის, ამიტომ ჩვენ ველით, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება“, - აცხადებს სერვისის მმართველი დირექტორი.

რუს ტურისტებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნაა თბილისსა და ქუთაისზეა, სანაპიროზე - ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში, ასევე მთაში - სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) და გუდაურში.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის მონაცემების თანახმად, 2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი 447,8%-ით გაიზარდა.