აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების სხდომის პარალელურად, საქალაქოსთან პროტესტია
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება - შეკრებილი მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა ერთია, გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებული საბა მეფარიშვილი, ომარ ოკრიბელაშვილი, ისაკო დევიძე და მათე დევიძე.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში რკინის ჯებირების საქმის განხილვა მიმდინარეობს. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს, რომლებიც 14 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს, პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.
ამასთან, 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს ისაკო და მათე დევიძეები დააკავეს. მათე დევიძეს პროკურატურა პოლიციელებზე თავდასხმას, ხოლო ისაკო დევიძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.