"სინდისის პატიმარი" - აქციაზე დაკავებულ 21 წლის აქტივისტს 7 წლიანი პატიმრობისთვის სწირავენ
20 წლის აქტივისტი მათე დევიძე მოსამართლე დავით კურტანიძემ ციხეში ისე გაუშვა, სათათბიროდაც კი არ გასულა. დროშის ტარის ქნევის გამო, პროკურორი დღეს პროცესზე დაჟინებით ითხოვდა, ახალგაზრდის წინასწარ პატიმრობაში გაშვებას. აქციის მონაწილის პატიმრობის დასაბუთების დროს პროკურორი მისსავე ვერსიებში ჩაიკარგა. თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მათემ დროშის ტარის მოქნევით სამი პოლიციელი დააზინა, სამი კი შემდეგ ორამდე შემცირდა.
საქმეში მათე დევიძის წინააღდეგ არ დევს ექსპერიტიზის დასკვნა, რომელიც დაადგინდა, როდის და რა ვითარებაში და ვინ მიაყენა ნაკაწრები პოლიციის თანამშრომლებს. პროკურატურა სასწრაფოს ექიმის მიერ ადგილზე შედგენილ სამედიცინო ცნობას ეყრდნობოდა, თუმცა სასაწრაფოს ექიმი, რა თქმა უნდა, ადგილზე ვერ დაადგენდა ვერც დაზინაების ხანდაზმულობას და ვერც საგანს, რომლითაც დაზიანებები პოლიციელებს მიადგა.
მშვიდობიან აქციაზე მათე დევიძე მეგორებთნა ერთან მელიქიშვილის ქუჩაზე იდგა, როდესაც პოლიციამ დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა. მათე ჩხუბის ეპიცენტრისკენ იმ დროს გაიქცა, როდესაც ნახა, რომ პოლიცია აქიტივისტებზე ნადირობდა, თავდაცვის მიზნით რამდენჯერმე დროშის ტარი მოიქნია.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.