ციხე 400 ლარისთვის - ახალგაზრდები, რომლებსაც რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ნათია გუდაძემ ვერ გაბედა, ციხის კარი გაეხსნა ახალგაზრდებისთვის, ვინც ქუჩიდან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ. ფაქტებით დასტუდება, რომ მოსამართლე გუდაძე პროცესებს განზრახ აჭიანურებს და ცდილობს, რომ ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ცხრა თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ბოლომდე გამიყენოს.
პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის დედა შეუძლოდ გახდა. საბა მეფარიშვილის დედაა ფიქრობს, რომ მისი შვილი ხელისუფლებამ გაწირა და პოლიტიკური ტყვეობისთვისს აბსურდული ბრალით იმეტებენ. საბა მეფარიშვილს დღეს დედასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს, ხელბორკილები დაადეს და პროცესიდან გაიყვანეს.
საბას და ომარს 400 ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან. დაზარალეუბლი ვახტანგ გომელაურის უწყებაა. ოჯახებმა რომლებსაც მძიმე სოცილური მდგომარეობა აქვთ, ფული შეაგროვეს და ზარალი აანაზღაურეს, თუმცა "ოცნება" მათ ისევ ციხეში ტოვებს. დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ორი ახალგაზრდა სამიზნედ საგანგებოდ შეარჩიეს და ორივე მათგანი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.