"ტიტუშკები" მოგვიგზავნეს - სტუდენტები ამტკიცებენ, რომ გამთენიისას თსუ-ში ფიზიკურად გაუსწორდნენ
ანგარიშსორების ღამე სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიაში დილით მოუწყვეს. უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მტკიცებით, თსუს რექტორმა მათთან "ტიტუშკები" შეაგზავნა. ჯერ აუდიტორიაში მყოფებს აცნობეს, რომ შეზღუდვები უწესდებოდათ, შემდეგ კი პროტესტის შესაწყვეტად დრო განსაზღვრული დრო მისცეს. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მყოფ უცხო პირებთან დაპირისპირებისას სტუდენტები დაშავდნენ, უნივერსიტეტის კარი კი დაცვამ სასწრაფოსაც არ გაუღო.
სტუდენტები ამტკიცებენ, რომ მათთვის უცხო პირი ფიზიკურად უსწორდებოდა, რომელიც უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახში იყო დაბააკებული. თუ შენობაში უცხო პირები არ ყოფილან და დაპირისპირებაში შესული ხალხი უნივერისტეტის დაცვის თანამშრომლები არიან, მაშინ სტუდენტები თსუს ადმინსიტრაციას მათთან დადებული შრომით ხელშეკრულების გასაჯაროებას სთხოვენ.
ჯაბა სამუშიას დაშინებებისა და დაშლის მცდელობების მიუხედავად, არავინ აპირებს პროტესტი შენელდეს, პირიქით, სტუდენტები აგრძელებენ ბრძოლას სისტემის ჩამოშლამდე. ჯაბა სამუშიას გადადგომა და ახალი არჩევნები - ამ მიზნისთვის თსუში პროტესტის ორი კერაა, ერთი შიგნით, ერთი კი გარე ტერიტორიაზე - კარვებში.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.