რეგულაციების დარღვევისთვის კაფე გარდენია დალუქეს
კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო კაფე გარდენია დალუქეს. შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, რესტორანი გუშინ, 28 აგვისტოს, სოციალური ღონისძიების ჩატარებისთვის დაჯარიმდა, დღეს კი ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია",- აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.
ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.