ხმაური თსუ-ში - უნივერსიტეტიდან პროტესტის მონაწილე სტუდენტებს აძევებენ

22.11.24 20:16
ხმაური თსუ-ში - უნივერსიტეტიდან პროტესტის მონაწილე სტუდენტებს აძევებენ

 

ხმაური თსუ-ში - უნივერსტეტი ახალი დაპირისპირების ზღვარზეა. რექტორმა სამუშიამ შენობიდან პროტესტის მონაწილე სტუდენტების გამოძევება დაიწყო. შენობაში აღარ უშვებდნენ პროტესტის ერთ-ერთ ინიციატორს ზვიად ცეცხლაძესაც, რომელსაც იქ შესვლა ფანჯრიდან მოუწია. უნივერსიტის პირველი კორპუსი უსაფრთხობის სამსახურის თანამშრომლებით იყო გადავსებული, თუმცა როგორც კი იქ "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი შენიშნეს, დაცვის სამსახურის უფროსმა ისინი ტერიტორიიდან გაიყვანა. 

მანამდე დაცვის სამსახური ახალგაზრდებს სიტყვიერად დაუპირისპირდა და  უთხრა, რომ ისინი "ვანდალიზმით" არიან დაკავებულები და სტუდენტის სტატუსს არ იმსახურებენ. ასევე სტუდენტებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდეს და უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იქიდან ძალის გამოყენებით გაიყვანდნენ.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ არსად წასვლას არ აპირებენ და პროტესტს ადგილზე გააგრძელებენ, ტუმცა ჯერჯერობით მათ უნივერსიტეტის შენობაში ისევ არ უშვებენ. 

თსუ-ს ეზოში გაშლილი კარვები და აუდიტორიაში გაფიცული ახალგაზრდები ხელისუფლებამ სამი დღეც ვერ აიტანა. ახლა იქ წმენდისთვის ემზადებიან. ღამე სტუდენტებს შენიღბული ხალხი შეუგზავნეს, როდესაც შედეგი ვერ დაიდო, ახლა მოქმედებაზე უსაფრთოხბის სამსახური გადავიდა. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.