"გააგონე ქალაქს შენი ხმა" - 23 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

22.11.24 22:50
"გააგონე ქალაქს შენი ხმა" - 23 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

"გააგონე ქალაქს შენი ხმა" - ხვალ, 23 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება

ევროპული მომავლის მცველები, თავდაპირველად, წერეთლის ძეგლთან შეიკრიბებიან, ხოლო 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. 

მეგობრებო, ხვალ, 13:00ზე ყველას გელოდებით წერეთლის ძეგლთან. კიდევ ერთხელ გავაგონოთ ქალაქს ჩვენი ხმა და გავაძლიეროთ მუხტი!  შემდეგ 15:00-ზე კი შევუერთდებით შეკრებას თსუ-სთან!", - წერენ ორგანიზატორები. 

ცნობისთვის, ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქართველი სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ოპოზიციური სპექტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბება და აქციას გამართავს.