საგამოძიებო სამსახურში ჩემი დაბარება დაშინებას ემსახურება - მანაგაძე

22.11.24 23:48
საგამოძიებო სამსახურში ჩემი დაბარება დაშინებას ემსახურება - მანაგაძე

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხული სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე ფიქრობს, რომ კაციტაძის უწყებაში მისი დაბარება ახალგაზრდების დაშინებას ემსახურება. 

"საგამოძიებო უწყებაში ჩემი დაბარება სამაგალითო ნაბიჯი იყო სხვებისთვის, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შესაძლოა, ამის ფასად დაგიჯდეს" - ამბობს ნიკო მანაგაძე.

ახალგაზრდა იმასაც აღნიშნავს, რომ ევროპული მომავლის მცველების დაკავება დემონსტრაციული ნაბიჯია, რომლითაც ხელისუფლება თავისუფალი აზრის გაქრობას ცდილობს. 

ვცხოვრობთ მოცემულობაში, სადაც, ფაქტობრივად, აღარაფერი აღარ გვიკვირს. ალბათ, დაშინებას ემსახურება. ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციული, საჩვენებელი დასჯის აქტებს ახალგაზრდების. საგამოძიებო უწყებაში ჩემი დაბარება სამაგალითო ნაბიჯი იყო სხვებისთვის, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შესაძლოა, ამის ფასად დაგიჯდეს", - ამბობს ნიკო მანაგაძე. 

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე დღეს, 22 ნოემბერს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე გამოკითეს.