სააპელაციომ საიასა და სამი პარტიის სარჩელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობაზე, არ დააკმაყოფილა

23.11.24 10:47
სააპელაციომ საიასა და სამი პარტიის სარჩელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობაზე, არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი უარი - მეორე ინსტანციი სასამართლომ სამი პარტიისა და საიას სარჩელი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

საქმე 22 ნოემბერს მოსამართლეებმა, ნათია მერაბიშვილმა, ხატია არდაზიშვილმა და ნინო ჭალიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს.

სასამართლოს სარჩელით სამმა პარტიამ [„გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“] და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 18 ნოემბერს მიმართეს.

საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის არჩევნების შეჯამების გასაჩივრებას, უმნიშვნელოვანეს მოვლენას არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ ქვეყნის ისტორიაში და სასამართლომ ზეპირი მოსმენაც კი არ ჩანიშნა, იმდენად მნიშვნელოვნადაც კი არ ჩათვალა, რომ მხარეებისთვის მოესმინა. რეალურად, ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც უზურპირებულმა სასამართლომ უზურპირებული ცესკოს მიერ დაწერილი შედეგების დადასტურება მოახდინა იმისთვის, რომ სახელმწიფოს და ხელსიუფლებისი საბოლოო უზურპაცია გაეფორმებინათ "ქართული ოცნებისთვის".- აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ცესკოს წევრი, გიორგი სიორიძე.