სტუდენტებმა თსუ-ს შიგნით და გარეთ კიდევ ერთი ღამე გაათენეს

23.11.24 11:44
სტუდენტებმა თსუ-ს შიგნით და გარეთ კიდევ ერთი ღამე გაათენეს

სტუდენტებმა თსუ-ს შიგნით და გარეთ კიდევ ერთი ღამე გაათენეს - არ ცხრება პროტესტი და არც მოთხოვნები იცვლება. გაყალბებული არჩევნების ხელახლა ჩატარების გარდა, სტუდენტები ახლა ჯაბა სამუშიას გადადგომასაც ითხოვენ, რადგან ფიქრობენ, რომ რექტორი "ოცნების" მაშველ რგოლად იქცა. პროტესტია როგორც უნივერსიტეტში, ასევე გარეთ ეზოშიც. კარვებში გამაგრებული მომიტინგეები 23-ე აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს ამ ფორმით უცხადებენ სოლიდარობას.

ზუსტად სამ საათზე ჯავახიშვილის პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტების მხარდასაჭერად პროდასავლურ ოპოზიცია მივა - თსუ-თან აქციაა დაანონსებული. 

გუშინდელი რამე იყო შედარებით მშვიდი, ვიდრე გუშინწინდელი. ვაპირებთ შიგნით პროტესტის განვითარებას, გვინდა, რომ მთლიან თსუ-ს მოედოს ეს ყველაფერი. პარალელურად, 25-ში შევუერთდებით აქციას", - ამბობს სტუდენტი. 

 


 

მსგავსი სიახლეები