ისაკო დევიძე ამ დრომდე შიმშილობს - დაკავებული იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა
უკანონო პატიმრობის და შიმშილის მეხუთე დღე. ზაჰესის იზოლატორში გამოკეტილი ისაკო დევიძე ამ დრომდე საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. ახალგაზრდა, რომელიც მელიქიშვილზე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, უკვე მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ლევან იოსელიანის უწყება საქმეში უკვე ჩაერთო.
ისაკო დევიძეს რვა დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მას სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ცოტა ხანში, იზოლატორში ახალგაზრდასთან უფლება დამცველი უნდა შევიდეს.
შევალ დღეს და გავიგებ მისი ჯანმრთელობის შესახებ. მეხუთე დღეა რაც მშრალ შიმშილობაზეა და იმის გამო, რომ წყალსაც არ სვამს, შესაძლოა საფრთხისშემცველიც იყოს", - ამბობს უფლებადამცველი.