ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია - ადგილობრივების ცნობით, ამ დროისთვის მცირე კვალმი შეინიშნება. ცეცხლის გაჩენის შედეგად, დამწვარია ხმელი ბალახი.
ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს, კახეთში ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში ავრცელებდა.