ვარდების რევოლუციის თარიღთან დაკავშირებით, "ვივა მედთან" სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაპარტიელები შეიკრიბნენ

23.11.24 12:48
ვარდების რევოლუციის თარიღთან დაკავშირებით, "ვივა მედთან" სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაპარტიელები შეიკრიბნენ

ვარდების რევოლუციის თარიღთან დაკავშირებით, "ვივა მედთან" სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაპარტიელები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებიან მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც. 

21 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან. სიმბოლურად მიჭირავს ვარდი, შევიკრიბეთ ჩვენ მიშას მხარდასაჭერად და კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და მართლა ქვეყანა შედგა, როგორც ქვეყანა'', - ამბობს გიორგი სააკაშვილი.

დღეს ვარდების რევოლუციიდან 21 წელი გავიდა. 2003 წლის 23 ნოემბერს, მშვიდობიანი რევოლუციით ქვეყანაში შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალასაქართველოს უახლეს ისტორიაში ეს  ის თარიღია, რომელმაც ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება შეცვალა და ახალი სახელმწიფოს შენებას ჩაუყარა საფუძველი.

მოქალაქეეები წლების წინ სწორედ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად იდგნენ ქუჩებში, არჩევნებიდან  20 დღის განმავლობაში პროტესტი არ განელებულა. აქციებს სამი ოპოზიციური ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ედგა სათავეში. დიდი პროტესტის მიუხედავად, მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბერს ჩანიშნა, სწორედ ამ დღეს შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში ოპიზიციის ლიდერები ვარდებით ხელში მხარდამჭერებთან ერთად. შევარდნაძემ პარლამენტი დატოვა და ახალი არჩევნები დანიშნა.