ქვეყანა გვეღუპება, ახალგაზრდა ბიჭს 7 წლით უშვებენ ციხეში, ახლა გაჩერება შეუძლებელია - გია ბუღაძე
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ახლა აქციები და პროტესტი სასიცოცხლოდ მინიშვნელოვანია. მისი თქმით, როცა ახალგაზრდებს პროტესტსი გამო აკავებენ და 7 წლით უპირებენ ციხეში გაშვებას, ეს უსამართლობა უბრალოდ არ ჩაივლის.
ახლა გაჩერება შეუძლეებლია და მე მგონია, რომ ახალგაზრდები არ გაჩერდებიან - ამბობს გია ბუღაძე.
''ეს აქციები აუცილებელია, ჩვენ არა მარტო მთავრობას მივმართავთ, მთავრობას საერთოდ არ მივმართავთ, მათ სინდისზე და ნამუსზე ლაპარაკი, ხომ ზედმეტია. ესენი უბრალოდ მოღალატეები არიან. ჩვენ მივმართავთ ჩვენს საზოგადოებას. ქვეყანა გვეღუპება და თუ ასე პასიურები ვიქნებით და მომიდის რეჟიმზე გადავალთ და მძინარენი შევხდებით, მთვლემარენი შევხვდებით ყველაფერს ამას, რაც დაგვემართა და დაგვემართება მაშინ დაიღუპება ქვეყანაც და ჩვენი მომავალიც. ახალგაზრდა ბიჭი 7 წლით უნდა ციხეში ჩასვან, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ეს ბიჭი დასაჯონ, დაგვსაჯონ ჩვენ და დააშინონ ახალგაზრდები. წვეთი და ქვის ამბავი ხომ იცით, თანდათან და ნელ-ნელა, მე არ ვკარგავ იმედს და იმ განცდას, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს, რადგან ახალგაზრდები ჩაერთნენ ამ საქმეში. ახალგაზრდების გაჩერება კი შეუძლებელია'', - ამბობს გია ბუღაძე.
თბილისში პროტესტის შაბათია - გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მოქალაქეები ისევ ქუჩებში გადიან. უკვე შეკრება დაიყო წერეთლის გამზირზე, სადაც აქციის ორგანიზატორი ჯგუფი "დაიტოვეა". ისინი მსვლელობით დაიძრებიან და მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე მივლენ, სადაც ჯავახიშვილის პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტების მხარდასაჭერად პროდასავლურ ოპოზიციას 15:00 საათზე აქცია აქვს დაანონსებული.