"არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს" - თსუ-სთან საპროტესტო აქცია იწყება
"არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს" - ამ წუთებში, თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია იწყება. თბილისის ცენტრალურ გამზირზე ახლა ის მოქალაქეები და ოპოზიცური პარტიის წევრები იკრიბებიან, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა უწვეტი პროტესტი და უწყვეტი წინააღმდეგობა.
ცოტა ხანში, პოლიტიკოსები სიტყვით გამოსვლებს დაიწყებენ და კიდევ ერთხელ აუხსნიან თანამოაზრეებს, რატომ არის საჭირო დღეს ქუჩაში ერთმანეთის გვერდში დგომა. თსუ-ს აუდიოტირებსპროტესტის რეჟიმში გადასული სტუდენტები ამაგრებენ, უნივერსიტეტის ეზოში კი მათ ახალგაზრდები სოლიდარობას უცხადებენ.
დაიწყო შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში, რომელიც იყო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მოვლენების ეპიცენტრი. აქ დაიცვა ქართველმა ხალხმა ქართული ენა. აქედან იწყებოდა თავისუფლებისთვის, გამოხატვისთვის, დემოკრატიისთვის ბრძოლა. ეს უნივერსიტეტი უნდა იყოს ფლეგმა. ეს მშობლიური უნივერსიტეტია ჩემთვის და ბევრი ბრძოლა მაქვს გამოვლილი უნივერსიტეტის კედებს შიგნითაც და გარეთაც. უნივერსიტეტის სტუდენტს და ლექტორებსა მოვუწოდებ, რომ მათი ჩართულობა არის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი და ისინი უნდა იდგენენ სწორედ ნათელ მხარეს, ეროვნული ინტერესების და საქართველოს ევროპული ინტერესების მხარეს'', - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე.