"უნდა გამოვიდეთ გარუსების წინააღმდეგ, თორემ ესენი გაგვარუსებენ" - ვახტანგ ფანჩულიძე
უნივერსიტეტი პოლიციის ყაზარმად აქციეს და სტუდენტს არ უშვებენ - ამის შესახებ თსუ-სთან აქციაზე მისულმა მსახიობმა, ვახტანგ ფანჩულიძემ "პირველებთან" განაცხადა.
ფანჩულიძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება სამშობლოს მტერს აბარებს.
"უნდა გამოვიდეთ გარუსების წინააღმდეგ, თორემ ესენი გაგვარუსებენ"- ამბობს მსახიობი.
ფაქტია საქართველოს რვა ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ასეთი ხელისუფალი, მეფე, მხედართმთავარი არ ჰყოლია, რომელიც თავის საკუთარ სამშობლოს აბარებს მტერს. უნივერსიტეტები ხელშეუხებლობა ფეხქვეშ გათელეს და უნივერსიტეტი აქციეს პოლიციის ყაზარმად ხალხო. ეს, ხომ წარმოუდგენელია. ყველანაირი რიდის, ზნეობის, ამორალურობის გარეშე შეყარეს პოლიციელები და სტუდენტს არ უშვებენ. ეს არ მიკვირს, ჩვენ უნდა გაგვიკვირდეს ამდენი ხანი 12 წელი ამათ, როგორ გავაძლებინეთ, როგორ გვყავდა ხელისუფლებაში. ჩვენ ვითხოვთ ევროპას, საქართველო სოციალურ კეთილდღეობას და გვინდა ნატოს წევრობა, იმიტომ რომ ჩვენი სამშობლო განვითარდეს მშვიდობიანად. რაღაც ყურით მოთრეული თემებით, როგორ უნდა გაბედო, რომ ქართველი ერი დააბოლო და იმოქმედო მათ ემოციებზე ყურით მოთრეული თემებით, რაღაცაც სულელური ლგბტ თემით გვაშინებენ ვითომ ევროპა არის ცუდი. შე მამაცხონებულო თუ ცუდია შვილი რას გაუშვი პენსილვანიაში. ესე იგი დებილად მთვლიან მე. შენი შვილი პენსილვანიაში გაუშვი და მე აქ მაბოლებ ამერიკა ცუდია და რუსეთია კაი. უნდა გამოვიდეთ გარუსების წინააღმდეგ, თორემ ესენი გაგვარუსებენ'', - თქვა ვახტანგ ფანჩულიძემ.